
გენდერული ბრძოლის არენა: ქალები თანამედროვე ფეხბურთში
AI generated







სოციალური ექსპერიმენტი: იცნობენ თუ არა ბავშვები
ქალ და კაც ფეხბურთელებს ერთნაირად?
სპორტი ერთ-ერთ ყველაზე გენდერულად დაუბალანსებელ სივრცედ რჩება.
ქალი ფეხბურთელები მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ვერ ხვდებიან, მათი მიღწევები საზოგადოების ყურამდე თითქმის ვერ აღწევს, მათზე გავრცელებულ ნიუსებში კი აქცენტი ძირითადად გარეგნობასა და ემოციებზე კეთდება, ვიდრე წარმატებასა და გოლებზე.





















რატომ აღარ არის არგუმენტი - „ქალთა ფეხბურთის მიმართ ინტერესი არ არსებობს“ რელევანტური?
ხშირად გვესმის, რომ ქალთა ფეხბურთი და ზოგადად სპორტი ნაკლებად შუქდება იმიტომ, რომ „საზოგადოებას არ აინტერესებს“. თუმცა, ეს დებულება პრობლემის ზედაპირული ახსნაა - ინტერესი იქმნება ხილვადობით, ინფორმირებულობითა და მუდმივი კავშირით. გაშუქება ქმნის ინტერესს, და არა მხოლოდ პირიქით.
ამ დებულებას არაერთი წყარო ადასტურებს, მათ შორის Georgia Lambert-ის 2020 წელს ჩატარებული კვლევა და ნაშრომი, სახელწოდებით "More media coverage needed, as the women’s football game scores high with fans"
AI generated
კემბრიჯის უნივერსიტეტის Gender Equality in Sports Media-სთან დაკავშირებულმა 2016 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ქალთა სპორტი მედიის მხრიდან ნამდვილად მნიშვნელოვნად ნაკლებადაა გაშუქებული, რაც ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებასა და ინტერესის გაჩენას.
როცა მედია სისტემურად აიგნორებს ქალთა ფეხბურთს - არ აშუქებს მატჩებს, მოთამაშეთა ისტორიებსა და წარმატებებს, საზოგადოებას აქვს ნაკლები რესურსი ინფორმაციის მოძიების და არ აქვს შესაძლებლობა დაინახოს და შეიყვაროს ქალთა ფეხბურთი.



მაგალითისთვის, 2023 წლის FIFA ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა უყურა. კონკრეტულად მატილდების ნახევარფინალს ინგლისის წინააღმდეგ ავსტრალიაში 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა - რაც ავსტრალიის სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე ყურებადი გადაცემა იყო.

ცხადია, რეალობაა ის, რომ ქალთა ფეხბურთის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კაცთა ფეხბურთან შედარებით ნაკლებია, და ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს -
მათ შორის ის, რომ ფეხბურთისთვის ქალებს დიდხანს არ ეცალათ - ჯერ საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ პატრიარქატულ ნორმებს ებრძოდნენ და ცდილობდნენ ელემენტარული უფლებები მოეპოვებინათ, შემდგომ კი ფეხბურთი ქალებისთვის ბევრ ქვეყანაში საერთოდაც აკრძალული იყო:


AI generated
AI generated


ქალთა ფეხბურთი გაძლიერების პროცესშია
-
Women’s Super league (WSL), ქალთა უმაღლესი ლიგა დიდ ბრიტანეთში, მასშტაბური რაოდენობის მაყურებლებს იზიდავს - Arsenal-ისა და Manchester United-ის შეხვედრას Emirates-ის სტადიონზე 60000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო;
-
ესპანეთის და აშშ-ის ქალთა კლუბები ისეთი დიდი ბრენდების ყურადღებას იქცევენ, როგორებიცაა EA Sports, Barclays, Nike და ა.შ.

როგორ ტოვებს ქართული სპორტული მედია და ფედერაცია ქალთა ეროვნულ ნაკრებს თამაშგარე მდგომარეობაში
სპორტული ჟურნალისტის, ვაკო ყიფიანის თქმით, ქართულ ფეხბურთში გენდერული უთანასწორობა თვალსაჩინოდ შეიმჩნევა მედიის მხრიდან მატჩების გაშუქებაში. ის აღნიშნავს, რომ კაცთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი მუდამ მედიის ყურადღების ცენტრშია, ხოლო ქალთა ფეხბურთი იშვიათად შეიძლება გაშუქდეს.
ვაკო ყიფიანი ამ უთანასწორობას ადგილობრივ ჩემპიონატებშიც ხედავს - მისი თქმით, საქართველოში პირდაპირ ეთერში გადის კაცების ჩემპიონატის როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი და მეორე ლიგების მატჩებიც მაშინ, როდესაც ქალთა ლიგიდან მხოლოდ ერთი მატჩის ტრანსლირება ხდება ტურში.

კაცების ჩემპიონატი რომელშიც 36 ტური და 180 მატჩია, სრულად შუქდება, ხოლო ქალების ჩემპიონატი, რომელშიც 100 მატჩია, მხოლოდ 20 მატჩის გაშუქებით შემოიფარგლება.
ვაკო ყიფიანი, სპორტული ჟურნალისტი

ხატია დვალიძემ, რომელიც ანა ბათილაშვილთან ერთად არის ავტორი საბაკალავრო ნაშრომისა "გენდერული ნიშნის ანალიზი ქართული სპორტული მედიის კონტენტში" ჩაატარა კვლევა და გამოკითხა 8 სპორტული ჟურნალისტი - 7 მათგანი აცხადებს, რომ გენდერული მიკერძოება სპორტულ მედიაში აშკარაა, ქალთა სპორტის გაშუქება არაა ხშირი. ნაშრომში ფეხბურთი დასახელდა როგორც ყველაზე სექსისტურად გაშუქებული სპორტის სახეობა

ქალთა ეროვნული ნაკრები ფედერაციის მხრიდანაც თამაშგარე მდგომარეობაშია - მიუხედავად იმისა, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ვებსაიტზე ცალ-ცალკეა გამოყოფილი „ვაჟთა ეროვნული“ და „ქალთა ეროვნული“ ნაკრების კატეგორიები, აღსანიშნავია, რომ ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს აქვს „სტატისტიკის“ ქვეკატეგორია, რომელიც ქალთა ნაკრებს არ აქვს.

ფედერაციის ფინანსების, ასევე ვებსაიტის შინაარსობრივი და ვიზუალური რესურსების განაწილება ასახავს მკაფიო გენდერულ უთანასწორობას - რეალურად, ქალთა ნაკრებს ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი.
ამას ადასტურებს ეროვნული ნაკრების ვებგვერდზე მცირე დაკვირვებაც, რომლის შედეგები გამოსახულია დიაგრამაზე.
ქვეკატეგორიაში "ვიდეო" ქალების 1 ვიდეოა ხელმისაწვდომი, ხოლო კაცების 17. ქვეკატეგორიაში "ახალი ამბები" ქალების შესახებ 250-მდე, ხოლო კაცების შესახებ 500-ზე მეტი სიახლეა გამოქვეყნებული.




სტატიების დისბალანსი - როგორ იჩრდილება ქალთა ფეხბურთი?
მედიაში ქალთა ფეხბურთს რომ ნაკლები ყურადღება ექცევა, ამას ადასტურებს ჩემ მიერ ჩატარებული მცირე მედიამონიტორინგი, სადაც გამოყენებული იყო როადენობრივი კონტენტ-ანალიზის მეთოდი. გასაანალიზებლად შევარჩიე სამი ქართული სპორტული მედია პლატფორმა, ესენია - setantasports.com; sportall.ge და ge.betsson.sport. მედიამონიტორიგნმა აჩვენა, რომ….
AI generated

მედიის მხრიდან ქალი ფეხბურთელების ჩაგვრა და სექსუალიზაცია
ხშირად, ქალი სპორტსმენები სტერეოტიპულ, სექსისტურ, და სექსუალიზებულ კონტექსტში შუქდებიან. მედიის მხრიდან ყურადღება ექცევა მათ ფიზიკურ გარეგნობას, ფემინურობას ან სექსუალურ ორიენტაციას და არა მათ ათლეტიკურ შესაძლებლობებსა და მიღწევებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევით სპორტთან დაკავშირებით მედია მამაკაცებს სამჯერ უფრო ხშირად აშუქებს, ვიდრე ქალებს. მამაკაცებთან შედარებით ქალებს არაპროპორციულად მოიხსენიებენ მათი გარეგნობის, ტანსაცმლისა და პირადი ცხოვრების კუთხით. ყველაზე გავრცელებული სიტყვები სპორტში მომუშავე ქალებთან დაკავშირებით არის „ხანდაზმული“, „ორსული“, „დასაოჯახებელი“ ან „დაქორწინებული“; ხოლო მამაკაცების დასახასიათებლად შერჩეული ეპითეტებია „დიდი“, „ძლიერი“, „სწრაფი“, „შესანიშნავი“ და ა.შ.

გენდერული დისბალანსი სპორტულ მედიაში
სპორტული ნიუსების 10%-ზე ნაკლები არის დაწერილი ქ ალი ჟურნალისტების მიერ
სპორტული სიახლეების სტატიების სამ მეოთხედზე მეტი სპორტსმენებზეა ორიენტირებული
საზოგადოების ეს სკეპტიკური დამოკიდებულება ხელს უშლის ახალი თაობის დაინტერესებას და მათი მოტივაციის ზრდას, შესაბამისად, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას.
ქალთა ფეხბურთი სოციალურ მედიაში - საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება
ქალთა ფეხბურთს საქართველოში არა მხოლოდ მედია, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილიც ხშირად "აგდებულად" უყურებს. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით Facebook-სა და -TikTokში, ხშირად გვხვდება პოსტები და კომენტარები, რომლებიც ნათლად ასახავს საზოგადოების სექსისტურ და სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს.
.jpeg)

AI generated
ნინო პასიკაშვილმა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისა და კლუბი „კვარტალის“ ფეხბურთელმა, უარყოფითი კომენტარებისადმი ინტერვიუში აღნიშნა:
„არის ხოლმე მომენტები, რომ ვბრაზდები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ძირითადად ადამიანები, რომლებიც წარმატებულები და შრომისმოყვარეები არიან, და ვინც იცის ამ ყველაფრის ფასი, ასეთ კომენტარებს არ წერენ“







.jpg)



